„ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება, ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ. ის დაფინანსებები, რაც ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ტრენინგისთვის მოდიოდა, საზოგადოებამ იხილა თუ რა პროექტები ფინანსდებოდა ამით. პირდაპირ ასწავლიდნენ და ატრენინგებდნენ როგორ უნდა მომხდარიყო ქვეყანაში რევოლუცია. ამას რად უნდა სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის განცხადება?! პირდაპირ გამოდიოდნენ და ტელევიზიით საუბრობდნენ ამაზე. მე ხომ არ ვიგონებ?! არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგესო ამბობდნენ და რევოლუციას აწყობდნენ“,
ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას შეეხებოდა, სადაც საუბარია, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.