”როდესაც უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, საკუთარი და ჩვენი გადარჩენისთვის, გასაოცარია, რომ საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს უკრაინის მხარდასაჭერად, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებიც უნდა გახსნას ევროკავშირმა, სამხედრო და ფინანსური დახმარებაც უნდა გამოუყოს ევროპამაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ამის ნაცვლად, გვესაუბრებით იმაზე, რომ პუტინის მოკავშირე ორბანი უკრაინას ბლოკავს, მაგრამ ჩვენ არაო და ამაზე საუბრობთ ნიშნის მოგებით”.

განაცხადა ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.