“ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ ადამიანები სააკაშვილის მიმართ პროტესტით გამოვიდნენ”- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ქართული ოცნების” ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ვფიქრობ მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათი ოჯახის წევრები გამოვიდნენ პროტესტით სააკაშვილის მიმართ. დესტაბილიზაციაა გეგმაში. განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე ჩამოვდივარ ერთი მხრივ არის ლიდერობაზე ხაზგასმა, რომელიც ეჭქვეშ დააყენა მელიამ და მეორე მხრივ არის შეგულიანება, სწორედ იმ მოწოდებაზე, რაც მან არაერთხელ გააკეთა – ხელი გაანძრიონ, ანუ დესტაბილიზაცია უზრუნველყონ”, – ამბობს გია ვოლსკი.