ორდღიანი არჩევნების ნაცვლად გავზარდოთ საარჩევნო უბნები – კაპანაძე ელისაშვილის ინიციატივაზე

“ორდღიანი არჩევნების ნაცვლად გავზარდოთ საარჩევნო უბნები “- ასე ეხმაურება, ვროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ალეკო ელისაშვილის პარტიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, არჩევნები 30 და 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. კაპანაძე აცხადებს, რომ  ეს ხელისუფლებას მეტი მანიპულაციისა და გაყალბების საშუალებას მისცემს ამიტომ ჯობია საარჩევნო უბნების რაოდენობა გაიზარდოს.

“საკმაოდ ადრე ვხედავდით, რომ ასეთი რეალობა დადგებოდა. როდესაც პარლამენტში მიდიოდა განხილვები, ჩვენ შევთავაზეთ მმართველ ძალას, რომ გაეზარდა უბნების რაოდენობა. შესაბამისად, ამომრჩევლისა და რიგების მენეჯმენტი და ჯანდაცვასთან დაკავშირებული რისკებიც შემცირებული იქნებოდა”, –  განაცხადა სერგი კაპანაძემ.