ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გუშინ, 5 მარტს, ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩის კუთხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას,  “ნიუ ჰოსპიტალში” დაუდასტურეს.

დაშავებულ ქალს გუშინ ოპერაციაც ჩაუტარდა.

ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან  ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.