მსოფლიო პანდემიის გამო დაწესებულმა შეზრუდვებმა ახალი პრობლემა წარმოშვა. მას სემდეგ რაც მალაიზიაში 2 თვიანი კარანტინის შემდეგ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებს გახსნის უფლება მისცეს, აღმოჩნდა რომ ტყავის ფეხსაცმლებს ჩანთებსა და სამოსს ობი მოედი და მთლიანად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემა მალაიზიაში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეზე დაყრდნობით ავრცელებს ფოტოებს სადაც ჩანს რომ მთელი პროდუქცია ობის გამო დაზიანდა.
„მაღაზიის გახსნას აზრი არ აქვს.. საქონელი სრულად დაზიანებულია მას შემდეგ, რაც ორი თვე მაღაზია დაიკეტილი იყო“.