“სამართლიანობისთვის – ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” არანაირი ძალისხმევა არ გასწია, რომ ევროკავშირთან შეთანხმებას შეერთებოდა. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს საკუთარი მოქალაქეების ზურგს უკან. ეს ყველაფერი არაფერს შველის”

წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მისი თქმით, უკანასკნელი მოვლენების ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუ, რომელშიც ის აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებსა და საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრობდა, სასაცილოა.