“აქ არის ერთობლივი თამაში, რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ დაპირისპირებულები არიან… რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთი, როცა იმას აქეზებდნენ, ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი ჩამოვა თქვენთვის. ან მეორე, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართული ხასიათით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, ხომ არ ხარ ლაჩარი, ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ, იმიტომ, რომ ერთი წელია ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს, ალბათ იმიტომ რომ ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს, იმიტომ რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას და მე ამაში, არ ვიცი რა შუაში ვარ.”
განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.