ორსულებში ფაიზერით ვაქცინაცია სრულიად უსაფრთხოა, ყველა უნდა აიცრას – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ორსულებისთვის ვაქცინაცია უსაფრთხოა.

ის მოუწოდებ ორსულებს, ფაიზერით აიცრან.

“დიდი ხანი იყო აზრთა სხვადასხვაობა, დღეს რაც ნამდვილად ზუსტად შემიძლია თქმა, არის ის, რომ ორსულებში ფაიზერით ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო, ამდენად ყველა ორსული რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში… არ არის გასაკვირი ის, რომ გამოცდილება ნაკლებია, ჯერჯერობით, მონაცემიც მწირია, ზოგიერთმა ექიმმა გარკვეული კითხვის ნიშანი დაუსვას ვაქცინაციის ჩატარება-არჩატარების საკითხს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ფაიზერის ვაქცინა ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს და რაც სწრაფად გააკეთებს ამას, უკეთესი იქნება”,– განაცხადა გაბუნიამ.