საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ოცნებამ“ ის დღეც მოიყვანა, რომ აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ „ტვიტერზე“ გვითხრა, , ,,საქართველოში პოლიტპატიმრები გყავთო.”
„ის დღეც მოიყვანა „ოცნებამ“, რომ აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის „ტვიტერზე“ საქართველოში პოლიპატიმრები გყავთო, გვითხრეს. და იძახეთ ახლა შეცდომაში შეყვანილები. ჯერ ორჯერ რომ გადააგდებ პარტნიორს და მერე შანტაჟის მოწყობას დაუპირებ , ასე იწყება ისტორია ფიდელ კასტროობამდე“, – წერს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, 12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.
“ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებაში პროგრესს გულისხმობს”,-წერს რიში ტვიტერზე.