“მოხდა შეჭრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობების ოფისებში და პრაქტიკულად დარბევა ოფისების. ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, არცერთი ამ ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო არ არის. ერთ-ერთის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომ ამოიღეს “მოლოტოვის კოქტეილები“, კადრები რაც გაავრცელეს ნათლად ჩანს, რომ ეს დადგმული სცენა იყო.
ბოთლები, სადაც ჩვრები იყო ჩატენილი, “მოლოტოვები“ ასე არ მზადდება, ბოთლებში ჯერ ბენზინი ისხმება და შემდეგ იდება ჩვარი და არა პირიქით. სჭირდებათ, რომ მოსახლეობა დააშინონ, რომ ვიღაცები „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდნენ სადღაც ოფისებში”
აცხადებს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე.