“ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით და თუ ეს მართლაც ვიღაცამ თეორიულად მაინც განიხილა, ეს იქნება წარმოუდგენელი უსამართლობა, იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი კანონია იგივესთვის სხვას სანქცია დაუწესოს, ამას მე მგონი წარმოუდგენელია, რომ ვინმე დაუშვებს. წარმოუდგენელია ვინმემ იფიქროს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში რაც მოქმედებს ის თუ პატარა ქვეყანამ გააკეთა და იკადრა იგივე, თუნდაც უფრო ლოიალური ფორმით, ჩვენ ამისთვის სანქცია დავუწესოთ, ასეთი უსამართლობა წარმოუდგენელია. კრიტიკაც წარმოუდგენელი უსამართლობაა, პირდაპირ ვამბობ. კრიტიკას კი არ ვისმენთ, თქვენ არ ამბობთ, მწვავე კრიტიკას ვისმენთ ცალკეული წარმომადგენლებისგან ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მათ შორის ოფიციალურ დონეზეც მწვავე კრიტიკას ვისმენთ, ერთადერთი განსხვავება შარშანდელთან არის ის, რომ ისინი აღარ ეძახიან რუსულს”,

აცხადებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.