“საქართველოში ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში. […] მე მინდა გითხრათ შემდეგი, რამ დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გამო რომლებიც ჩვენ გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში, იმ ცვლილების გამო, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ, იმის გამო როგორც გამოვიყვანეთ საქართველო 90-იანების წყვდიადიდან და ჭაობიდან, საქართველოს ვერავინ უკან ვერ შეაბრუნებს. ახლა მთავარია ვიაროთ წინ, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არის არა მხოლოდ წარსულზე, ეს არჩევნები არის განსაკუთრებით და ექსკლუზიურად მომავალზე”,
განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სადაც ის სხდომას დისტანციურად ჩაერთო.