“ამ არჩევნებზე უნდა გამოვიდეს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი და ვინც უნდა ის შემოხაზოს გარდა 41 ნომრისა, რომ 41 ნომერი დამთავრდეს. ჩემი აზრით, ისინი ვერ აიღებენ 40%-საც კი, ყველანაირი კვლევა მაქვს ნანახი, მათ შორის, მათი შიდა კვლევებიც და ვერ წვდებიან 40%-საც კი.
ამით მივდივართ ხელახალ არჩევნებზე. ხელახალ არჩევნებზე შეგიძლია აირჩიო ბევრი სხვადასხვა პარტია, მილიონი პარტიაა ამ ქვეყანაში და ვისაც გინდა, იმას მიეცი ხმა. საბოლოო ჯამში, შემდეგი არჩევნების შედეგი იქნება კოალიციური მთავრობა ამ ქვეყანაში. მე მგონია, რომ გარდაუვალი ამბავია, მომავალ წელს იქნება ხელახალი არჩევნები.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოცნება ვერ იღებს 40%-საც კი და შემდეგ ივანიშვილის მსახურები გამოდიან და ამბობენ, რომ ფეხებზე გვკიდია, როგორც მათი რუპორები წერენ ხოლმე ფეისბუქზე “დაგვამხეთ ძმაო, თუ ძალა გაქვთ”, მაგის შემდეგ, ხო. თუ არ აკეთებენ მაგას, ხელისუფლება გვყავს არალეგიტიმური და არალეგიტიმურ ხელისუფლებას დავამხობ. მე შემიძლია ჩემი განწყობა გითხრათ, არ ვიცი, სხვა პარტიები რა ჭკუაზე არიან.
ახლა თუ ჩემი მხარდამჭერები მობილიზებული არიან და მათი ინტელექტუალური რესურსი მიმართულია იმისკენ, არჩევნებზე როგორ ავიღოთ მეტი ხმა და როგორ მოვუგოთ ოცნებას, ეს ხალხი ჩემთან ერთად დაიწყებს იმაზე ფიქრს იმაზე, როგორ დავამხოთ. მილიონ რამეს მოვიფიქრებ, როგორ დავამხო. სხვა გზა უბრალოდ არ რჩება, თუ გყავს არალეგიტიმური ხელისუფლება”
ამბობს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე TV პირველთან საუბრისას.