ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ”ქართული ოცნება” გორის მერობის კანდიდატად თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს წარადგენს. ფორმულა აცხადებს, რომ ხინჩეგაშვილის კანდიდატურაზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი დაუჭირეს.
ლადო ხინჩეგაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში, მის კოლეგის ზურაბ დათუნაშვილის ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძეს მხარდამჭერ აქციაზე მოექცა, როდესაც ძალადობის გამართლება სცადა:
“ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე იმას ქულას მე ვერ ავუღებ“, – აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.