”კუბილიუსი, საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, რომელიც ამ მთავრობის დროს ასოცირების შეთანხმების და უვიზო რეჟიმის მიღების მთავარი ლობისტი იყო, ვიმეორებ, „ქართული ოცნების“ დროს, ბუნებრივია ხედავს ვითარებას, ამის ვერდანახვა რთულია. ის წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა დაწერა და განცხადებები, რომელსაც კობახიძე აკეთებს, რომ არ იცოდე არაფერი, რა მდგომარეობაა საქართველოში, პირველი მტკიცებულება იქნება, რომ აქ ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობაა ივანიშვილის. ის წერილები არის ხოტბა ამ ადამიანის და მისი ინტერესების დაცვა. მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეხლა ომის შიშზე დაყრდნობით საზოგადოების დაბნევა და შეშინება და დასავლეთის დემონიზება, ვინც მოითხოვს და მოელის დემოკრატიულ ცვლილებებს, რომ ამას შესწირავენ ყველაფერს. სხვა მხრივ სიამოვნებით მიიღებდნენ კანდიდატის სტატუსს“.
აცხადებს, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია.