ოცნება, ფაქტობრივად, უგებს ლაპარაკში ოპოზიციას – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმიანება სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია”.

მისი თქმით, ეკლესიას ქართული ოცნება ებრძვის, თუმცა ის ოპოზიციას “ლაპარაკში უგებს”.

“ვინ ებრძვის ეკლესიას? თვითონ არ ებრძვიან? თვითონ ებრძვიან ტოტალურად ეკლესიას და ამ ბურთს აგდებენ ოპოზიციის ბანაკში და ოპოზიცია ჩუმად არის. ფაქტობრივად, უგებენ ლაპარაკში [ოპოზიციას], პირდაპირ ვთქვათ. თან ადამიანები, რომლებსაც მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ აქვთ. ამას ლაპარაკობენ და ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ წარმოუდგენელი სისულელის გადაფარვას. ოპოზიციამ უნდა გააშიშვლოს პრობლემა, ეს იდიოტური კომენტარები, რომლითაც ზომბირებას ცდილობენ ადამიანებს, უნდა გადაიფაროს, გამოაფხიზლოს ხალხი”,– ამბობს ხუხაშვილი მთავარი არხის ეთერში.

მისივე განცხადებით, ოპოზიციას არჩევნების მოგება შეუძლია მოსმენების თემით, თუმცა ამაზე არ ლაპარაკობს.