“ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას – გახარია

გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად,”

პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.