ოცნებამ 11-ში დაგვაბრუნა საბჭოთა კავშირში, მაგრამ 4 წლით ვერ დაგვაბრუნებს – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართული ოცნებამ ქვეყანა 11 დეკემბერს საბჭოთა კავშირში დააბრუნა, თუმცა 4 წლით ამ მდგომარეობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

“მე თარიღებს ვერ გეტყვით მაგრამ, ქართულმა ოცნებამ 11-ში დაგვაბრუნა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამას 4 წლით ვერ დააბრუნებს. ესეთ გამოთქმა არის, შეგიძლია ადამიანები მოატყო ცოტახნით, მაგრამ ვერასდროს მოატყუებ ბევრ ადამიანს დიდხანს.

ძალიან მძიმედ განვიცდი, რომ 30 წლის თავზე, ის, რაც მეგონა, ამ ქვეყანაში ისტორიას ჩაბარდა, ერთპარტიულობა, უცებ გაბედილ იქნა და შემოთავაზებულ იქნა ქართული საზოგადოებისთვის”, — ამბობს მარგველაშვილი ტვ პირველთან საუბრისას.

11 დეკემბერს პარლამენტში მე-10 მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება იღებდა მონაწილეობას. ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.