„„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ეშმაკური ნაბიჯი, ცხვრის ქურქი გადაიცვა და შერიგების ტონი შეარჩია, ეს გამოწვეულია ბრიუსელში ზურაბიშვილის გამოსვლით – ეშინიათ, კიდევ არ ამხილოს ისევე, როგორც 26 მაისს თავს ლაფი დაასხა ხელისუფლებას.[…]თუ ამას გააკეთებს ძალიან ძლიერი ნაბიჯი იქნება, თუ არ გააკეთებს, მიხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. “ქართული ოცნების” მხრიდან ეს არის ერთდღიანი ფარისევლობა და მალე ვნახავთ, როგორ გაგრძელდება თავდასხმები როგორც ოპოზიციაზე, ასევე სალომე ზურაბიშვილზე, რადგან უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ზურაბიშვილმა პირწმინდად მოუგო მეორე რაუნდი “ქართულ ოცნებას”. პირველ რაუნდში “ქართულმა ოცნებამ” ტერორის ქვეშ მოაქცია პრეზიდენტი და ის იყო ფაქტობრივად უუფლებო, ხელფეხშეკრული, მას ამ პერიოდის განმავლობაში, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ახლა გამოცოცხლდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები,”

ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.