პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას და ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ძალაუფლების დაკარგვის შეეშინდა.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ “საერთაშორისო გადაგდება მოაწყო”.
“ჩვენ დღეს ვდგავართ წყალგამყოფზე არამხოლოდ შიდაპოლიტიკური ვითარების, არამედ გეოპოლიტიკური არჩევანის თვალსაზრისით. ხელისუფლებამ დასავლეთს დღევანდელი გადაწყვეტილებით უთხრა, რომ თუ ძალიან მოგვაწვებით, ჩვენ მზად ვართ რუსეთში წავიდეთ, ან ჩაყლაპეთ, რაც შეჭამეთ, ან თუ არა, აგერ არის რუსეთი და გაუმარჯოს პუტინს”,– თქვა ხუხაშვილმა ფორმულას ეთერში.
მისივე განცხადებით, გამოსავალი ხელისუფლების მაქსიმალური “სტერილიზაციაა”.
“ისეთი ტიპის სტერილიზაცია, რომ ელისაშვილსაც კი შერცხვეს ამის გაპრავება და ისიც ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს. სტერილური ხელისუფლება ვერ გაატანს დიდხანს”,– აღნიშნა ხუხაშვილმა.