„ოცნებამ“ შემოიტანა კანონპროექტი, რომლითაც ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება,წილები და აქციები – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამ წუთას, მოულოდნელად, ქართულმა ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.
ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.
ელოდა სანქციებს!
გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ ქცევას.
ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს“ , – წერს გოცირიძე.