“ქართულ ოცნებას შანსი არ აქვს, რომ 40%-ც კი აიღოს, მაგდენს ვერ გააყალბებენ ფიზიკურად და ეგ არის ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. ისინი ვერ აიღებენ 40%-საც კი და შესაბამისად, ეს ქვეყანა მომავალ წელს გავა ხელახალ არჩევნებზე, ხელისუფლება შეიცვლება და გვეყოლება პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში კოალიციური მთავრობა. დიდი იმედი მაქვს, ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს და ეს ქვეყანა ამოვა ამ ჭაობიდან”
განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე მთავარი არხის ეთერში.