“მართალი გითხრათ, რაც სააკაშვილი დააპატიმრეს, არ ველოდი, რომ მას ქართული ოცნება გაათავისუფლებდა. არც ველოდი არც ასეთ ხანგრძლივ შიმშილობას და ასეთ დრამატულ განვითარებას, მაგრამ ქართულ ოცნებას პოლიტიკურად არ აქვს სააკაშვილის გათავისუფლების საშუალება, რადგან ამაზე დგას მათი იდენტობა. ყოველ შემთხვევაში, ისინი ამას ასე ხედავენ – რაღაც სისუსტის გამოვლინებად ჩაეთვლებათ და შეიძლება საკუთარი გუნდის ერთიანობა და ამომრჩევლების ერთგულება ვეღარ შეინარჩუნონ. როგორც ჩანს, ისინი ამას ასე უყურებენ. მესამე ვარიანტია სახის შენარჩუნებით სამკურნალოდ გაშვება თუ რაღაც ამდაგვარი – ამის ალბათობა ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე შეწყალება და “კიბატონო, რაც გინდა ის გააკეთე”
სულაც არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი დიდხანს დარჩეს ციხეში. საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ ხედავს ამას ივანიშვილი”
ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია მიხეილ სააკაშვილზე TV კავკასიის ეთერში.