„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება გასცენ დაპირებები, თქვან რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება. რუსეთს ჰქონდა ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, კვლავ ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველოს სხვა ტერიტორიებიც მათ მიღმა. გადადგა მან ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ? არა. მათ მხოლოდ ერთი რამ იციან: ძალის გამოყენება. ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც ყველა დანარჩენს“,
ამის შესახებ საქართველოსა და ბელარუსში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიციმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.