ძალიან ნათელი პასუხი მაქვს ამაზე, უნათლესი, პასუხი გაცემული გვაქვს – ჩვენთვის მიუღებელია ოცნებაც და ჩვენთვის მიუღებელია ნაცმოძრაობაც… ბიძინა ივანიშვილი მიუღებელია ჩვენთვის, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი.
არჩევნების შემდეგ რა კონფიგურაცია იქნება პარლამენტში, რომელი პარტიები შევლენ, როგორ იქნება, რა იქნება, ვინ გადალახავს ბარიერს, ვინ არ გადალახავს, ეს არის არჩევნების მერე სალაპარაკო საკითხი.
დღეს ჩვენთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც მიუღებელია, ხო, მიუღებელია და წითელი ხაზია… მეტი ღიად როგორ ვთქვა?
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ისეთ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა ან რაიმე ფორმის ერთობა, რომელმაც უღალატა ეროვნულ ინტერესებს, რომელმაც ქვეყანას უსაფრთხოების რისკები შეუქმნა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დატოვა დასავლური დახმარების გარეშე, რომელმაც საგარეო კურსი შეცვალა?
ჩვენ ვართ პროდასავლური პოლიტიკური პარტია, ჩვენ რომ ოცნებასთან რაიმე ფორმის გაერთიანება, ალიანსი და ურთიერთობა გვდომებოდა, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ხელისუფლებაში და დღეს ჩვენ იქ არ ვართ.
პარტია გახარია-საქართველოსთვის ერთერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი TV ფორმულას კითხვაზე, შეუქმნის თუ არა გიორგი გახარია უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს.