ოცნების დეპუტატები დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოს პერსონალს შეაფასებენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დღეს დეპუტატები გლდანის ციხის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს მათ შესაფასებლად შეხვდება.

“ამ სამედიცინო თემებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ფონზე, როდესაც გაჩნდა დამატებითი წყაროები ინფორმაციისთვის, დღეს გვაქვს დაგეგმილი კომიტეტის ფორმატში, რომ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან შეფასებითი ვიზიტი. ალბათ, ესეც დაგვეხმარება საიმისოდ, რომ მათ შორის ამ პეტიციასთან მიმართებაში სწორი, მწყობრი პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული,”- განაცხადა სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგნლებსაც შესთავაზეს პროცესში ჩართულობა და მათ პასუხს ელოდებიან.

ცნობისთვის, გუშინ ომბუდსმენის მეირ შექმნილმა კონსილიუმმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა “ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.