“იყო რამდენიმე შესწორება ივანიშვილის შესახებ, მაგრამ ისინი არ გავიდა, შესაბამისად, ეს შესწორებები, ამ დროის მონაცემებით, არაა დასკვნაში. შესაძლოა, ეს შესწორებები ისევ გაჩნდეს დასკვნაში, თუ ჯგუფები რომლებმაც ეს შესწორებები მოითხოვეს, დააყენებენ მაშინ, როდესაც დასკვნა გავა პლენარულ სესიაზე ხმის მიცემისას რამდენიმე კვირაში.
ზოგადად, დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი იმ 12 პუნქტიდან, რომელთა შესწორებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო, ამიტომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ვისაუბრებთ საქართველოს პარლამენტის მიერ შეთავაზებულ ანტიოლიგარქიულ =კანონზე, მე ჯერ არ მინახავს ინგლისური თარგმანი, თუმცა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ის უკრაინული კანონის ასლს წარმოადგენს, გარდა მცირე ცვლილებებისა, ხოლო უკრაინულმა კანონმა გარკვეული კრიტიკა მიიღო, რადგან იქიდან გამომდინარე, თუ როგორაა ის დაწერილი, შესაძლებლობა ჩნდება მისი ბოროტად გამოყენების, მათ შორის ოპოზიციის ან კონკრეტული პირების სასამართლო დევნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ ანტიოლიგარქიული კანონი არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის კანონის განსაზღვრებით არის ოლიგარქი, ეს რა თქმა უნდა, თვლის ძალზე ცუდ შთაბეჭდილებას, თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს კანონმდებლობა, იქნება თუ არა ის ბოროტად გამოყენებული. ეს ყოველივე გამოიწვევს შეშფოთებას ევროპარლამენტში და აუცილებლად უნდა იყოს განხილული ქართველ კოლეგებთან“,
აცხადებს, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ფორმულასთან” საუბარში.