ესტონეთი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირიც, რადგან საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებები დავდეთ ევროკავშირში გაწევრიანების სხვადასხვა ნაბიჯების შესახებ. ევროკავშირის მხარემ ყველაფერი გააკეთა, ვიზალიბერალიზაცია, ასევე დაფინანსებები, ყველაფერი, რისი პირობაც დავდეთ. თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ, ქართული ოცნების ლიდერებმა მოიტყუეს, მოატყუეს ქართველი ხალხი და მოგვატყუეს ასევე ჩვენ. ამიტომ, ამას შედეგები მოჰყვება.

რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს და ნებისმიერ ერს აქვს უფლება, თავისი უფლებებისთვის მშვიდობიანად იბრძოლოს, ასე რომ, შეგვიძლია, მათ მხარი დავუჭიროთ და, რა თქმა უნდა, ასეც ვაკეთებთ.

თუმცა, დღეისთვის მინდა განმეორებით ვთქვა, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ უკვე შეჩერებულია, როგორც ყველა დაფინანსება. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, დავუწესებთ თუ არა სანქციებს პიროვნებებსა და დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასოპორტის მქონე პირების უვიზო რეჟიმებს (რედ. – შევზღუდავთ თუ არა). იმედი მაქვს, რომ ეს მოხდა.

შესაძლოა ეს ყველაზე პრაქტიკული არ იყოს, მაგრამ გზავნილებია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროკავშირი მათ გვერდით დგას.

თქვა მარგუს ცაჰკნამ EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე.