“ეს არის სიძულვილის ენა, რაც არის ძალიან ჩვეული მათთვის. ალბათ გასაკვირი იქნებოდათ, ასე რომ არ ექნათ. ამაზე მათ მიღებული აქვთ კრიტიკა ეუთო/ოდირიდან 2018 წლის არჩევნებზე, სადაც პირდაპირ საუბარია, რომ ეს არის სიძულვილის ენა და არის მიუღებელი.
ეს ბანერები გაიკრო ვაქცინაციის ბანერების ნაცვლად. ანუ, ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ის კი არა, რომ საზოგადოება აიცრას და ნაკლები მსხვერპლი იყოს, ჩემთვის პრიორიტეტულია სიძულვილის დათესვა, რომ ვითომ ამით მე შევინარჩუნო სკამი”
ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ელენე ხოშტარია “სისხლიან” ბანერებს, რომლებიც თბილისში წუხელ გამოაკრეს.