ანრი ოხანაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გია გაჩეჩილაძის ანტიოპოზიციური აქცია ქართულმა ოცნებამ დააორგანიზა.
დეპუტატის თქმით, მმართველ პარტიას აქციები არ სჭირდება.
„ქართული ოცნების” გუნდი არის საქართველოს პარლამენტში და ჩვენ არ გვჭირდება არავისთან აქცია. შესაბამისად, ყველა ადამიანს აქვს შეკრების თავისუფლება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი პათოსი. მე არ ვიცი რა იდეის გარშემო იკრიბებიან და რა უნდათ. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ყველა არაპოლიტიკურ საზოგადოებრივ ჯგუფს საქართველოში სრულად აქვს გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და შეუძლიათ გამოხატონ.
ასე რომ, ეს მათი არჩევანია. მე ვიზიარებ “ქართული ოცნების” გუნდის სულისკვეთებასა და პოლიტიკას და შესაბამისად, აქციას არავის არც ვუწყობთ და არც გვაქვს არავისთვის არაფერი მოსაწყობი. არანაირი ინტერესი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა ამ საკითხებთან მიმართებით ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დღეს გია გაჩეჩილაძემ მსვლელობა მოაწყო. უცნობს აქციაზე ორი მთავარი მესიჯი ჰქონდა – “მანქურთების დასრულება” და “პატრიარქის მხარდაჭერაა”.