“ამაზე უფრო სიმბოლური ამ დღეებში ვერაფერი მოხდებოდა!

ერთ მხარეს – პროვოკატორი, მატყუარა, უმორალო, უთავმოყვარეო, მკვლელი ჭუტა წერეთელი და მეორე მხარეს – წესიერი, საქმიანი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა.

ერთი თბილისში მამის ფულების იმედით ბავშვებს რომ ხოცავდა, მაშინ მეორე, სიმწრით მოპოვებული დაფინანსებით, ევროპაში სწავლობდა და სადოქტოროს იცავდა.

ზუსტად ასეთი განსხვავებაა ნაცებსა და ქართულ ოცნებას შორის.

P. S. ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ ნაცების კიდევ ერთი სახე, ბაჩო ახალაია, რომელიც “პოლიტპატიმრობას” ცდილობდა, სტრასბურგმა გუშინ ისევ ჯალათად დატოვა..!”

“ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იოანათამიშვილი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.