“პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა რუსეთს, შესაძლოა, აგრესიისკენ უბიძგოს “- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times–თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთში შიდა პრობლემები უფრო მეტად იწვევს საგარეო აგრესიას.
“პანდემიის კრიზისმა, ნავთობის კრიზისმა. . . და პოლიტიკურმა ვითარებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთს იყოს უფრო აგრესიული რათა აჩვენოს მიღწევები გარეთ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ ამჯერად ეს ასე არ მოხდება, და შეიძლება კრიზისმა რუსეთის ხელმძღვანელობას აჩვენოს, რომ შეუძლია მათი პრობლემების გადაჭრისთვის განსხვავებულ გზებს მიმართოს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.