პაპილომა ვირუსზე აცრა ბიჭებისთვის 10-დან 12 წლამდე იქნება შესაძლებელი

პაპილომა ვირუსზე ბიჭებისთვის აცრა 10-დან 12 წლამდე იქნება შესაძლებელი  – ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა. ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

“ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (აპვ) – აცრა ტარდება 10 – 11 – 12 წლის გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი”, – აღნიშნულია დოკუმენტში.