პაპუაშვილი აცხადებს რომ Ipsos-ი და “მთავარი არხი” ერთად აყალბებდნენ შედეგებს

“ქართული ოცნების” წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, კვლევითი კომპანია Ipsos-ი და „მთავარი არხი“ სისტემატურად ერთად აყალბებდნენ შედეგებს და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია.

„იცით თქვენ, რომ ზუგდიდში, განსხვავებულმა მონაცემებმა გაყიდა ის, რომ ეს გაყალბების კვალი ბოლომდე ვერ იქნა წაშლილი. სწორედ ამან მოგვცა მინიშნება იმაზე, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. დღეს ვნახეთ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის გამოხმაურება, რომელიც ცდილობს გადააბრალოს ეს კომპანია „იფსოს“. სინამდვილეში საქმე არის შემდეგში – ეს არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული ორი კომპანიაა, სინამდვილეში უკვე სისტემატურად ხდება გაყალბება და ეს გვაქვს სახეზე ყოველ ჯერზე, იმ დროიდან მოყოლებული როცა „იფსოსი“ საქართველოშია. შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება და გადაბრალება კიდევ უფრო მეტად დიდი სკანდალია, როცა „მთავარი არხი“ ცდილობს ეს „იფსოს“ გადააბრალოს.

აქამდეც ვამბობდით, რომ ხდებოდა კვლევებით მანიპულირება, თუმცა ამის მტკიცება შეგვეძლო ირიბად, კვლევისა და არჩევნების შედეგების შედარებით და რა თქმა უნდა, როცა არის საშუალოდ 10%-იანი სხვაობა ეს სხვა არაფერია თუ არა მანიპუალაცია. გუშინ მოგვეცა საშუალება, რომ გვენახა ფაქტები, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მანიპულაციის კვალი არ იყო წაშლილი. შესაბამისად, გადაბრალება ზედმეტია,“- განაცხადა პაპუაშვილმა.