პარაგრაფთან სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს აქციის მონაწილე დააკავეს

თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან, სადაც რუსული აქციის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე დააკავეს. როგორც თბილისის პოლიციის უფროსი აცხადებს, დაკავებულმა პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ წუთებში სასტუმრო პარაგრაფთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა სირცხვილია.

სასტუმრო პარაგრაფში აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღებაა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, ხმა გააგონონ უცხოელ სტუმრებსაც და მასპინძელსაც.

სასტუმროს ორივე შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. აქციის მონაწილეები კონფერენციის დასრულებამდე დაშლას არ აპირებენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მსვლელობას აპირებენ.