“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება პარასკევს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს, თუმცა, კონკრეტულად რა ჩანაწერებზეა საუბარი, ეს ნიკა გვარამიასთვის უცნობია.
“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ამის შესახებ “ღამის მთავარის” სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა:
“ვინ აგდებს ვიდეოებს ყველამ ვიცით. სამწუხაროდ, ვინ იღებს ისიც გავიგეთ, ჩვენი ხელისუფლების დროს, მაგრამ ესენი, რომ იღებენ ასევე, და ჩვენი პერიოდისგან განსხვავებით, როცა არაფერი არ გამოქვეყნებულა, აქვეყნებენ – ეს ვიცით.
პარასკევს დაველოდოთ, რაღაცის გამოგდებას აპირებენ, ასე გავიგე”, – ამბობს ნიკა გვარამია