პარლამენტარი რომ ხარ, ფეხზე რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, მით უმეტეს, ქალი რომ ხარ – ასე ეხმაურება, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, 18 ივლისს, ენმ-ის წევრის, ნონა მამულაშვილის მაგიდაზე ასვლას. მისი თქმით, მამულაშვილის მაგიდაზე ასვლა მათ შორის იმიტომ იყო მიუღებელი, რომ ის ქალია. ამის შესახებ ელისაშვილმა, TV პირველის ეთერში განაცხადა.
“არც ეს მომეწონა, მაგიდაზე შეხტომა. კარგით ახლა, პარლამენტის წევრი რომ ხარ, ფეხზე რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, ეგ რაში წერია და რა არის ეს?! მით უმეტეს, ქალი რომ ხარ” – ამბობს ელისაშვილი.