პარლამენტთან ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტთან, TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსნოვნას მოქალაქეებმა პატივი მიაგეს. დღეს ლექსო ლაშქარავა 38 წლის გახდებოდა.

TV პირველის ოპერატორი დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. მასზე 5 ივლისს, აქციის გაშუქებისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ძალადობრივმა ჯგუფებმა იძალადეს.