პარლამენტთან “პალიტრანიუსის” ოპერატორს თავს დაესხნენ

პარლამენტის წინ მოძალადეებმა პალიტრანიუსის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას დაზიანება შუბლის არეში აქვს მიყენებული.

“აგრესიულად არიან განწყობილები. იგინებოდნენ, რატომ იგინებით მეთქი და დაგვარტყეს,”– ამბობს დაშავებული.

პოლიციამ მოძალადე დააკავა.