პარლამენტთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა

Screenshot

პარლამენტთან, დაკავებები დაიწყო – როგორც ცნობილია, დაკავებულია 2 მოქალაქე დავით გუნაშვილი და ლევან ძაძაზე.

დაკავებამდე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ.

მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, პოლიციამ  გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანა.

პარლამენტთან ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან და სოლიდარობის აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 2 პირს მხარდაჭერა გამოუცხადეს. დაკავებულები – გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე სამართალდამცველებს აღდგომას ულოცავდნენ, რასაც მათი დაკავება მოჰყვა.