,,თბილისის მერი” კახა კალაძე „სირცხვილიას“ განცხადებას პასუხობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებში დახმარება შეთავაზეს. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა.
კალაძის თქმით, აქციები არასდროს შეზღუდულა.
“[ისინი] ღირსეულად ართმევენ თავს [სამუშაოს]. აქციების და შეკრების შეზღუდვა არასდროს არ ყოფილა. ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულებაა, რომ ყველამ გამოხატოს აზრი”.
კალაძის თქმით, პარლამენტის წინ რეაბილიტაცია გრძელდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის დასრულდება.
ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” 20 ივნისს პარლამენტთან აქციას გეგმავს. მანამდე კი, კახა კალაძეს რეაბილიტაციის დასრულებაში დახმარებას სთავაზობს.