“რაც ახლა მოხდა, ნათლად ასახავს, რომ [პარლამენტი] ბიძინა ივანიშვილის დუქანია. სადამდე დაიმალებიან?! ხვალ იქნება, ხვალაც ხომ არ გადადებენ სხდომას?! თუ ხვალაც არ გადადეს და ენითაღუწერელი პრეცენდენტი, კვლავ არ გაიმეორეს, რომელიც დაუშვეს დღეს, ხვალ მომეცემა შესაძლებლობა?! ხვალ მოვალ. ხვალაც თუ გადადეს?! ზეგ მოვალ, ზეგ თუ არ იქნება – მაზეგ, მაზეგ თუ არა – იმის მერე. დღეს ორი უმნიშვნელოვანესი კანონპრეოქტის განხილვაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, ამნისტიის კანონპროექტისა და საარჩევნო კანონპროექტის, ორივე ჯერ მოხსნეს დღის წესრიგიდან და შემდეგ სხდომა დახურეს. ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა, არის, რომ ამ პარლამენტს არ არც პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს, არც არანაირი სუვერენული და ლეგიტიმური პირი “ქართული ოცნების” მხრიდან. ესა ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი, ამ ადამიანებს სჭირდებათ შველა, ისინი არიან ტყვეობაში. ჩემზე და თქვენზე კარგად იციან, რა ხდება სახელმწიფოში.
უბრალოდ, ისინი თავიანთ თავს უტყდებიან მაშინ, როდესაც რჩებიან საკუთარ თავთან ან ვიწრო წრეში მეგრებთან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში” არ არის ხალხი, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა წაყვანილი ჰყავს უფსკრულისკენ და ძალიან ახლოს ვართ გადაჩეხვასთან. ამისთვის ვართ დემოკრატიული ოპოზიცია, რომ გადაჩეხვის უფლება არ მივცეთ”
აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია.