პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული – ოპოზიცია შენობის პიკეტირებას გეგმავს

დღეს, 2 მარტს, დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა 26 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამოაცხადეს.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პიკეტირებას გეგმავენ, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.