პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არცერთი ყოფილა.

თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 24 აპრილს განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს.