17 მხარდამჭერი, 61 წინააღმდეგი – პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით ოპოზიციის კანონპროექტი ჩააგდო. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკითხი პირველი მოსმენით გადიოდა.
ცნობისთვის, ამნისტიის ორი პროექტია მომზადებული – ქართული ოცნების და ოპოზიციის.
ხელისუფლების კანონპროექტზე პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით დაუჭირა მხარი. ოპოზიციის პროექტით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.
უმრავლესობის ვერსიით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.