ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მისვლას აპირებს. მისი თქმით, ვიზიტი საქმიანი იქნება და კონკრეტულ კითხვებს გასცემს პასუხს.
“პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი – კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.
მე არა როგორც მხოლოდ მინისტრი, ზოგადად მოქალაქე ვარ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე, როგორც კანონმორჩილი და აქედან გამომდინარე მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია”,-განაცხადა ტიკარაძემ.
პარლამენტში საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”ჯანდაცვის მინისტრს 3 ივნისს ელოდებოდნენ.