უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა სტატია: „სააკაშვილის ახალი მარცხი: რატომ არ იმუშავა ქართული ოპოზიციის ულტიმატუმმა“, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკრიტიკებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებით, ივანიშვილმა უკრანაში ჟურნალისტები მოისყიდა, რომელებიც ცალმხრივ სტატიებს წერენ.
სააკაშვილის განცხადებით, ქართული ოპოზიციის ბოიკოტი მუშაობს და “4 გვამის” გარდა პარლამენტში არავინ შესულა, ხოლო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა.
„რას ნიშნავს, ულტიმატუმმა არ იმუშავა?! პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა, რომლებიც თავიდანვე გაიყიდა, ეს ფაქტი იყო საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე.
გამარჯვება მოპარულია. ამას ადასტურებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ხმების პარალელური დათვლა, ასევე საერთაშორისო სოციოლოგიური კომპანია „IPSOS“.
ქართულმა ოცნებამ სულელურად გადაწერა საარჩევნო ოქმები და ყველა ავტორიტეტულმა დამკვირვებლებმა ამის შესახებ პირდაპირ განაცხადეს. არსებული „საპარლამენტო უმრავლესობა“ არღვევს კონსტიტუციას – არ უწყვეტს უფლებამოსილებას პარლამენტის წევრებს მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა ასეთი განცხადებით და ინარჩუნებენ სრული ბოიკოტის რეჟიმს.
კრემლის პროპაგანდა უბრალოდ არაფერია ბატონ სიდორენკოს და მისი გუნდის სპეკულაციებთან შედარებით საქართველოსთან მიმართებაში. ეს უკვე ტრენდულ ხასიათს იღებს და ტყუილად ფიქრობთ, რომ ამას ვერ ვამჩნევთ. ამის შესახებ მე პირველი. მთავარი ის არ არის, რომ ამას მე ვამჩნევ, მთავარია, რომ ამას ამჩნევენ ადამიანები საქართველოში. ხალხი, რომელთაც უბრალოდ მოპარეს გამარჯვება და რომლებიც დღემდე აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ხმებისთვის და ეძებენ სიმართლეს!
რა მარცხზეა საუბარი? პირველ რიგში, ქართულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში. მეორე, დიდი გამარჯვებაა, რომ ოპოზიციიდან არავინ გაყიდულა და ყველა ინარჩუნებს ერთობას, მიუხედავად პრესინგისა.
ასეთი არაპროფესიონალიზმი და ჟურნალისტების ცალმხრივობა ადასტურებს იმას, რასაც ვეჭვობდი. ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის რეგულარულ დაფინანსებას იღებენ. ეს მისი ჩვეული სტილია, მითუმეტეს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მან გამოყო დამრგვალებული თანხა უკრაინული მედიის მოსასყიდად. საბედნიეროდ, ვინც მას მიეყიდა, მათი რაოდენობა არც ისე ბევრია.
სხვაგვარად, არ შემიძლია ავხსნა, რატომ ახდენთ ცრუ პროპაგანდის ტრანსლირებას ისე, რომ არ ეკითხებით კომენტარს საქართველოს არც ერთ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს, აღარაფერს ვამბობ ჩემზე, რომელიც თქვენგან რამდენიმე წუთის სავალზე ვიმყოფები. ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი. ეს უბრალოდ ფაქტების დამახინჯება კი არ არის, არამედ მათი გამოგონებაა“ , – წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook–ზე.