პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მომდევნო კვირაში დაიწყება.მმართველი გუნდის დეპუტატმა, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში პარლამენტი კანდიდატებთან გასაუბრებას დაიწყებს ხოლო პარასკევს, 2 ივლისს განისაზღვრება შესაბამისი გრაფიკი.
“გასაუბრების პროცესი წარიმართება ინკლუზიურად. წარმოდგენილი იქნებიან, როგორც სახალხო დამცველის ოფისი, ასევე, აკადემიური სფეროს წარმომადგენელები. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას საშუალება ექნება მათთვის სასურველი ერთი წევრი წარმოადგინოს გასაუბრების პროცესში.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა პროფესიულ საზოგადოებას. ეს პროცესი წარიმართება პარლამეტის წევრების აქტიური ჩართულობით და იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობას ყველა გამოიყენებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.