პარტია “ლელოს საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მის პარტიას პარლამენტში კვლავ ეყოლება ფრაქცია. მის მიერ მანდატის დატოვების შემდეგ ლელომ ფრაქცია დაკარგა.
ხაზარაძის არ აკონკრეტებს, ვინ შეუერთდება ლელოს ფრაქციას, თუმცა ამბობს, რომ ეს მალე გახდება ცნობილი.
“პარლამენტში შევედი ჩემი ამომრჩევლის იმედის გასამართლებლად და იმ წვლილის შესატანად, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. ჩემი პარლამენტიდან გამოსვლა იყო პოლიტიკური აქტი, ეს იყო ნაფიქრი ჩემ მიერ. ახლავე გეტყვით, რომ პარლამენტში ჩვენ ფრაქცია გვექნება აუცილებლად, უახლოეს ხანში ამას გაიგებთ. მოდით, დეტალებზე ნუ ვისაუბრებთ დღეს. პარლამენტში ფრაქცია ლელო საქართველოსთვის გააგრძელებს მუშაობას, ამიტომ ამ თემას ხელი არ შეშლია”,– თქვა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში.
მისივე განმარტებით, პარლამენტის დატოვების ერთ-ერთი მიზეზია, არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მან თავი შეაფარა საკანონმდებლო ორგანოს, როდესაც გადამწყვეტ ფაზაშია მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე.